„ლიბერთი ბანკმა“ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილე 11 მასწავლებელი დააჯილდოვა

„ლიბერთი ბანკმა“ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის მონაწილე 11 მასწავლებელი დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, გამარჯვებულმა ათმა პედაგოგმა კონფერენციაზე სხვადასხვა რესურსის პრაქტიკაში გამოყენებისა და განხორციელებული სასწავლო პროექტების ამსახველი პოსტერები წარადგინა. „ლიბერთის“ პრიზი გადაეცა იმ მასწავლებელსაც, რომელიც კონფერენციაზე პირველი დარეგისტრირდა.

„ლიბერთი ბანკი“ მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორია და ზოგადი განათლების მხარდაჭერის მიზნით არაერთი წარმატებული მასწავლებელი დააჯილდოვა.

„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ პრიორიტეტს სწორედ იმ პედაგოგებს ანიჭებენ, ვინც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ყოველწლიური კონფერენციის მიზანიც მასწავლებლებსა და ამ სფეროს სპეციალისტებს შორის პრაქტიკის ურთიერთგაზიარებაა.

„ლიბერთი ბანკი“ ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული, მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები. დღეისათვის ბანკის მომსახურეობით 1 670 სკოლის 55 000 პედაგოგი სარგებლობს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის მთლიანი რაოდენობის 81 პროცენტს შეადგენს. „ლიბერთი ბანკი“ საგანმანათლებლო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა