თურქეთმა აშშ-ის მიერ იერუსალიმის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტისთვის ვეტოს დადება დაგმო

ოფიციალურმა ანკარამ დაგმო ვაშინგტონის პოზიცია, რომელმაც გუშინ იერუსალიმის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს რეაქციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში დაამტკიცა ის, რომ შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში ნეიტრალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა.

თურქეთის საგარეო უწყებაში ასევე იმ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15-დან 14 წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს.

„აშშ-ის გადაწყვეტილება დოკუმენტის პროექტზე ვეტოს დადების თაობაზე, რომელიც მომზადებული იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით და ყველა ქვეყანას მოუწოდებდა პატივი ეცა იერუსალიმის საყოველთაოდ აღიარებულ სტატუსზე, კვლავ აჩვენებს იმას, რომ აშშ უკვე არ არის ნეიტრალური მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში. ის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ვაშინგტონი მარტო დარჩა, იმაზე მეტყველებს, რომ აშშ სამართლებრივი ველის ფარგლებს გარეთ მოქმედებს“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც არ ცნობს იერუსალიმის სტატუსის შეცვლას და ამ გადაწყვეტილების შეცვლის მოწოდებით გამოდის.

ეგვიპტის მიერ გავრცელებულ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გუშინ გაიმართა. მას მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა. აშშ-მა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტოს უფლება გამოიყენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა