არჩილ თალაკვაძე - მიმდინარე კვირას, ჩვენი გუნდი გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო კაბინეტს მაღალი ნდობით დაამტკიცებს

მიმდინარე კვირას, ჩვენი გუნდი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო კაბინეტს მაღალი ნდობით დაამტკიცებს, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს მოუსმენენ კომიტეტებში, ასევე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას.

„ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, პირველ რიგში, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მთავრობის გეგმები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანი საკითხია საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება და საერთაშორისო ურთიერთობები. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი იქნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი იმასაც აცხადებს, რომ მთავრობა სამთავრობო ხარჯების შემცირების გზით მიდის და ეს 2018 წლის ბიუჯეტითაც აისახება.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ მთავრობის გეგმას, რომ შემცირდეს სამინისტროების რაოდენობა და მოხდეს მათი გაერთიანება. ცვლილებების მთავარი მიზანია მთავრობის შიგნით კოორდინაციისა და ეფექტურობის გაუმჯობესება და მოძრაობა მცირე ზომის მთავრობისაკენ. 2017 წლის განმავლობაში მთავრობამ 100 მილიონზე მეტით დაზოგა ადმინისტრაციული ხარჯები. ამ მიმართულებით დანაზოგი მომავალ წელსაც იგეგმება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა