მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგელობას ხვალ საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მოუსმენენ

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგელობასა და სამთავრობო პროგრამას ხვალ საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მოუსმენენ. არსებული ინფორმაციით, ხვალინდელ განხილვებში მონაწილეობას გიორგი კვირიკაშვილიც მიიღებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებზე წარდგენილ პირებს მოუსმენენ.

ხუთი კომიტეტის: - აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები პრემიერის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს შეხვდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ჯანელიძეს დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

განათლებისა და კულტურის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ჯანდაცვის კომიტეტის წევრები შესაბამისი პროფილის მინისტრებს შეხვდებიან.

საკომიტეტო მოსმენები 10:00 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ასევე მოუსმენენ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ და “საქართველოს პატრიოტების“ წევრები.

მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა