თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ცნობით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, პეტრიწის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, გულუას, გულიას და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის I მიკრორაიონის და ნოზაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა