დაჭრილი მოზარდის მეგობრები გამორიცხავენ, რომ ინციდენტში მათი სკოლელები მონაწილეობდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში მოზარდის დაჭრის საქმეზე, ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონის სამმართველოში,დაჭრილის ახლობლების გამოკითხვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა და ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა. სამართალდამცველები ინგოროყვას კლინიკაშიც იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უწყების პრესსამსახურში კონკრეტიკისგან თავის იკავებენ.

რაც შეეხება დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ სტაბილურად მძიმედაა. კლინიკაში იმყოფებიან მისი მშობლები, ოჯახის წევრები, რომლებსაც კომენტარის გაკეთება არ სურთ. მოზარდის მეგობრების განცხადებით კი, დაზარალებული კონფლიქტური არ არის, მომხდარზე კი ვერსიები არ აქვთ. მათი ნაწილი გამორიცხავს, რომ ინციდენტში დაჭრილი მოზარდის სკოლელები მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა