რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე რუსთაველ სტუდენტებს შეხვდნენ

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთაველ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრას საკრებულოს წევრები ამირან ჯანჯღავა,გიგა ჯღარკავა და გიორგი ჭანტურიაც ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი, სტუდენტებისთვის იმ ინიციატივის გაცნობა იყო, რომელიც სტუდენტური ტარიფის შემოღებას ისახავს მიზნად.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ ახალგაზრდებთან საუბრისას აღნიშნა, ახალი სოციალური პაკეტი ჯერ განხილვის სტადიაშია და ქალაქის მუნიციპალიტეტი, პროგრამის ფორმატის შესახებ შემოთავაზებებს, თავად სტუდენტებისგან ელოდება.

,,პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები იმ ბაზას შექმნიან, რომელზეც შემდგომში გათვლილი იქნება ახალი სოციალური პროგრამა. ვფიქრობ, ამ სოციალური პაკეტის შემუშავებაში, თავად უნდა მიიღოთ მონაწილეობა და იდეებიც, თქვენგან უნდა წამოვიდეს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ პროგრამაზე მუშაობის პროცესში, სწორედ სტუდენტებს გთხოვოთ დახმარება და გადაწყვეტილებაც თქვენთან შეთანხმებით მივიღოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრას სამუშაო ფორმატი ჰქონდა. „ვფიქრობ, პირველად ხდება, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი დახმარებას სთხოვს მოქალაქეებს იმისთვის, რომ შემდგომ თავად შეძლოს მათთვის ეფექტური მომსახურების გაწევა. ჩვენ აუცილებლად დაველოდებით სტუდენტებისგან წამოსულ შემოთავაზებებს და გადაწყვეტილებასაც მათთან ერთად მივიღებთ“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.

სტუდენტებთან ანალოგიური შეხვედრები რუსთავის მერიაში უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა