ზურაბ ალავიძე - გვაქვს გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით

გვაქვს დიდი გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ზურაბ ალავიძემ საკომიტეტო მოსმენის დაწყების წინ განუცხადა.

დარგობრივი, ეკონომიკური და საფინანსო პროფილის მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტი შესაბამისი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ, რომელიც პარლამენტში ამ წუთებში დაიწყო.

ალავიძის ინფორმაციით, უწყება გეგმავს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისა განხორციელებას საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტები განხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში.

„მიმდინარე წლის განმავლობაში სრული დატვირთვით ვიმუშავეთ იმისთვის, რომ სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტი შეგვესრულებინა. 970 მილიონი იყო ყველაზე მეტი შესრულება, ხოლო წელს 1 000 000 300-ით გადავაჭარბეთ. ბიუჯეტი კიდევ ნახევარ მილიარდზე მეტით იზრდება და წარმოადგენს 1 815 000 000 ლარს. გვაქვს უზარმაზარი ბიუჯეტი და უზარმაზარი სამუშაო ჩასატარებელი. მომავალ წელს 4,5 მილიარდი ლარის დამატებით ახალ პროექტებს ვაცხადებთ. მომავალ წელს ძირითადად სამშენებლო ტენდერები იქნება და წლის ბოლოდან აქტიური სამუშაო დაიწყება. გვაქვს დიდი გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვართ გავუმკლავდებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ალავიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა