მამუკა ბახტაძე - საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი გახდა მიმდინარე ხარჯების შემცირებით

საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი გახდა მიმდინარე ხარჯების შემცირებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა უკავშირდებოდა არაერთ საკმაოდ რთულ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას.

"კერძოდ, 2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მცირდება მთავრობის ზომა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც მშპ-ს 5.2%-იდან 4.4%-მდეშემცირდა“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის - შრომის ანაზღაურების შემცირება - 100,0 მლნ ლარი; ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი.

მისივე განცხადევით, მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი იქნება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს.

,,აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა