ლევან რაზმაძე - დავების რიცხვი გაზრდილია, რაც სასიკეთოა იმიტომ, რომ მიმწოდებლებს მეტი ნდობა გაუჩნდათ დავების განხილვის საბჭოში

დავების რიცხვი გაზრდილია, რაც სასიკეთოა იმიტომ, რომ მიმწოდებლებს მეტი ნდობა გაუჩნდათ დავების განხილვის საბჭოში, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ განაცხადა.

„გაზრდილი რიცხვი ნამდვილად არის. ეს მხოლოდ სასიკეთოა იმიტომ, რომ მეტი ნდობა გაუჩნდათ მიმწოდებლებს დავების განხილვის საბჭოში. მეტი ნდობა გამოიხატება იმაში, რომ ისინი მომართავენ, საბჭოდან იღებენ სწორ პასუხებს, სწორ გადაწყვეტილებებს და თუ სტატისტიკასაც დააკვირდებით, მომართვის დაახლოებით 45% კმაყოფილდება“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

ლევან რაზმაძემ ერთ მონაწილიან ტენდერებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ძალისხმევას იყენებენ, რათა კონკურენციის მაჩვენებელი უფრო გაიზარდოს.

„ზოგადად, ყოველთვის პრობლემა იყო ერთ მონაწილიანი ტენდერები. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. თუ აიღებთ სტატისტიკას, 2012 წელს 1.5 მონაწილე იყო საშულოდ ტენდერებში, დღეს ეს რიცხვი 2.3-ზეა ასული. ეს ნიშნავს, რომ კონკურენცია დღითიდღე იზრდება“, - განაცხადა რაზმაძემ.

რაზმაძემ ასევე ქართული კომპანიებისთვის ტენდერებში შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს არის სენსიტიური თემა.

„არაა მარტივად გადასაწყვეტი თემა, რადგან ბევრი უცხოელი პარტნიორი უყურებს ამას. მომზადებულია ეს თემა და ალბათ ერთ მშვენიერ დღეს დღის სინათლეს იხილავს“, - განაცხადა რაზმაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი