დიმიტრი ქუმსიშვილი ზურაბ ჭიბერაშვილს - ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში

ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომლის განცხადებით, საერთო გამოშვებასა და დასაქმებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის კლებაა.

„ბატონო ზურაბ, ჩვენმა თანამშრომლებმა გადაამოწმეს და მინდა გითხრათ, რომ წლის წელთან შედარებით მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა გვაქვს - 18 -19%-იანი. ამიტომ ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, ძალიან გთხოვთ. კვარტალი კვარტალთან და წელიწადი წელიწადთან რომ ავიღოთ, მცირე და საშუალო ბიზნესი იზრდება. თუ ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ მთლიანად ეკონომიკაში დიდი ბიზნესის წილი უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მცირე და საშუალოსი, აქ მე მგონი დანაშაული არ არის. ვერ მივალთ და ვიღაცეებს ვერ დავახრჩობთ იმიტომ, რომ ისინი გაიზრდნენ უფრო მეტად, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესი. თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესი, რა თქმა უნდა, იზრდება და ეს არის კონკრეტული სტატისტიკა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

თავის მხრივ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ მთლიან ეკონომიკაში შემცირებულია და აღნიშნული მონაცემები „საქსტატს“ უდევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა