დიმიტრი ქუმსიშვილი - სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის

ქვეყნის სივრცითი მოწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის - ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღებისა და ინვესტირებისთვის მიმზიდველი, სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სივრცით მოწყობაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ამ მიმართულებით ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ - სივრცითი მოწყობა, ეს არის გათვლებზე დამყარებული სწორი გადაწყვეტილებები დროში და სივრცეში, თუ როგორ უნდა განვითარდეს გარკვეული ტერიტორიები და მთლიანად ქვეყანა იმისთვის, რომ ქვეყანამ და კერძო სექტორმა მაქსიმალური უკუგება მიიღოს ამ ტერიტორიის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ამ მიმართულებით მიმზიდველი ტურისტული ადგილმდებარეობების განვითარება დავიწყეთ, რომ იქ არ მომხდარიყო ქაოტური განვითარება და შესაბამისად, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, შემდგომში იქ მისულ ინვესტორებს მაქსიმალური უკუგება მიეღოთ აქედან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა