რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სოფელ ყარაჯალაში მამაკაცის წამების ბრალდებით დაკავებული შვიდი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 22 აგვისტოს, 42 წლის მამაკაცის მიმართ, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და წამების ბრალდებით დაკავებული შვიდი პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ვ. ომაროვს, ვ. ელჩუევს, ნ. ბაბაევს, რ. ქიარიმოვს, დ. მეხტიევს, ზ. ელჩუევს, ი. ომაროვს, ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,ა” პუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ,,ზ” და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. საქმის დეტალებიდან გამომდინარე სხდომა დახურულია.

ბრალდებულები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ, ასევე მოითხოვენ, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 42 წლის მამაკაცი, 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ. დაზარალებული რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, მის მიმართ ძალადობა თანასოფლელი ქალის ქმარმა, ეჭვიანობის ნიადაგზე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად განახორციელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა