ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ მჯერა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა შეუძლებელია, თუმცა მხარს უჭერს რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას.

ამის შესახებ ბორის ჯონსონმა პოლონეთის პრესის სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ყველას გვახსოვს ჰილარი კლინტონისა და მისი რუსეთთან გადატვირთვის ღილაკის ტრაგიკული ისტორია. მე არ მჯერა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია. არ შეიძლება ურთიერთობების გაგრძელება ისე, თითქოს არაფერი მოხდა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი შეინარჩუნებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მანამ, ვიდრე დონბასში დესტაბილიზაციის გამომწვევი სიტუაცია არ შეწყდება და ყირიმის სტატუსის საკითხი არ გადაწყდება.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ლონდონისა და მოსკოვის პოზიციები უკრაინასა და სირიაზე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა