ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელმა 39%-ით დაიკლო

2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლები სტაბილურად შენარჩუნებულია, - ამის შესახებ ნათქვია ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადთა რაოდენობა 2016 წლის მეორე ნახევრიდან (4 750) 2017 წლის შუა პერიოდამდე (4 630) არ მიუთითებს დამატებით ზრდაზე. შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელმა დაიკლო 39%-ით, 2015 წლის 1 330 შემთხვევიდან 810 შემთხვევამდე 2016 წელს, ხოლო უკანონოდ დარჩენამ 3%-ით - 5 405 შემთხვევიდან (2015 წელს) 5 240-მდე 2016 წელს.

თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადების რაოდენობა გაიზარდა 7.2%-ით (8 110 - 2015 წელს, 8 700 - 2016 წელს), 22%-იანი ზრდა დაფიქსირდა 2016 წლის პირველ და მეორე ნახევარს შორის (3 905-დან 4 750-მდე). ამასთან, თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი თითქმის იგივე დარჩა (6.62% - 2015 წელს, 6.48% - 2016 წელს).

საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც ეთხოვათ ქვეყნის დატოვება, შემცირდა 12%-ით, 6 415 შემთხვევიდან (2015 წელს) 5 635-მდე (2016 წელს), ხოლო დაბრუნების მაჩვენებელი გაიზარდა 45.13%-დან 55.90%-მდე.

"მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნების მაჩვენებელი შედარებით მოკრძალებულია, რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობა წარმატებულად მიიჩნევა წევრი ქვეყნების მიერ და 2016 წელს გაგზავნილი რეადმისიის მოთხოვნათა დიდი უმრავლესობა დაკმაყოფილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ",- ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართელოს მეტი წინსვლა აქვს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორცირლების მხრივ და შესაბამისად, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა უწყვეტი და განგრძობადი განხორციელების მხრივ.

"საქართველო სამ ფაზად ახორციელებდა კამპანიებსა და ტრენინგებს უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით და თვალყურს ადევნებს მოგზაურობას შენგენის ზონაში. თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებთან დაკავშირებით, 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში თავშესაფრის განაცხადების მნიშვნელოვანი უარყოფა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საფუძველზე შეშფოთებას იწვევს და ეს საკითხი აღნიშნულია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე და მეოთხე ანგარიშში. ამ საკითხს ყურადღება სჭირდება", - ნათქვამია დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა