ფოთში მოსახლეობა თევზის სუნის გამო გადამამუშავებელი ქარხნებისთვის ფილტრების დაყენებას ითხოვს

ფოთში მოსახლეობა თევზის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის ფილტრების დაყენებას ითხოვს. ადგილობრივები ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ქაფშიის რეწვის სეზონზე, ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე, ქალაქში თევზის სუნის გამო ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

მათი თქმით, პრობლემა წლებია არსებობს და მის აღმოფხვრაზე არავინ ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე, ქ ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

მათი თქმით, პრობლემა წლებია არსებობს და მის აღმოფხვრაზე არავინ ფიქრობს.

”მოწამლულია ჰაერი, ვიწამლებით ყველანი, ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. ფანჯრის გაღება და ქუჩაში გასვლა შეუძლებელი გახდა. ბავშვები სასეირნოდ ვერ გაგვყავს. 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს. თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს ფილტრები დაუყენენონ, რათა უსიამოვნო სუნი ჰაერში არ გაიფრქვეს. იმედია შესაბამისი უწყებები საკითხით ამჯერად მაინც დაინტერესდებიან და სათანადო ზომებს მიიღებენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფოთში მცხოვრებმა ნონა ციცქარავამ.

ქალაქში თევზის გადამამუშავებელი ოთხი ქარხანა ფუნქციონირებს, რომლებიც სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებენ. ძირითადი პროდუქტი თევზის ფქვილია, თუმცა ისინი ცოცხალი თევზის რეალიზაციასაც ეწევიან და მცირე რაოდენობით ზეთსაც ამზადებენ. თევზის გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ ქარხნები სათანადოდაა აღჭურვილი და ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი მათი საწარმოებიდან არ ვრცელდება.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით კომუნიკაცია აქვთ შესაბამის უწყებებთან.

”უნდა გატარდეს მაქსიმალური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი. მისასალმებელია, რომ ფოთში თევზის მრეწველობა ვითარდება და პროდუქცია ექსპორტზე გადის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი თანაქალაქელების დისკომფორტის ხარჯზე,“- აღნიშნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთელები ყოველ წელს თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. მოსახლოება ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას გეგმავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა