გიორგი კახიანი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეგრადირებული სახე გამოაჩინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეგრადირებული სახე გამოაჩინა, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მხოლოდ ფრაქციასთან უნდა იყოს განხილული. კახიანის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მთავრობასთან შეხვედრაში ფრაქციის მხოლოდ სამი წევრი მონაწილეობდა და ყველა დანარჩენი პარტიის აქტივისტები იყვნენ, პრემიერს და მინისტრებს მათი შეკითხევებისთვის პასუხის გაცემის მზაობა გააჩნდათ.

„დღევანდელ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო სახე გამოჩნდა. შეხვედრა უნდა ყოფილიყო მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის. ფრაქციის მხრიდან მხოლოდ სამი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე ძირითადად პარტიული აქტივი ვიხილეთ. პარლამენტის რეგლამენტი ნამდვილად არ ითვალისწინებს მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს პარტიული აქტივის მოწვევას და შეხვედრის ასეთი ფორმატით წარმართვას. მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით, რომ შეხვედრა ასეთ ფორმატში გამართულიყო. იყო მზადყოფნა იმისა, რომ კითხვებს გასცემოდა პასუხი. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სურდათ არა კითხვებზე პასუხის მოსმენა, არამედ შოუს დადგმა. ჩვენ შეურაცხმყოფელი გამოსვლები ვიხილეთ, რაც ადამიანის ღირსებას ეხება. ეს ყოვლად წარმოუდგენელია პარლამენტის შენობაში და ასევე ზოგადად“, - განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა