საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, გიორგი (ბახალას) გიორგანაშვილის საქმის განხილვა გაგრძელდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”თეთრი ხმაურის მოძრაობიდან” აცნობეს, დაცვის მხარემ უკვე წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. დღეს კი თავად ბრალდებული, დასკვნითი სიტყვის ფარგლებში, მოახსენებს სასამართლოს თავის პოზიციას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

”სამართალდამცავებმა ის რამდენიმე თვის წინ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლია, სამართალდამცავებმა მას ოთხი თვის წინ ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს”, - აცხადებენ ”თეთრი ხმაურის მოძრაობაში”.

სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა