”ენერგო - პრო ჯორჯია” - ”ენერგო -პრო ჯორჯია გენერაციამ” ”გუმათი 2“-ზე ხანძრით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პროცესის აღკვეთა ოპერატიულად მოახდინა

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ,,გუმათი 2“ - ზე ხანძრით გამოწვეული გარემოს დაბინძურების პროცესის აღკვეთა ოპერატიულად მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰიდროელექტროსადგურ ,,გუმათი 2“-ზე ხანძრის შემდეგ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა გარემოს დაბინძურების აღკვეთა. დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ადგილზე გამოძახება და პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება, ასევე, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყება.

სს ,,ენერო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის მონაცემებით, ხანძრის შედეგად წყალში და ნიადაგში ჯამში მოხდა არაუმეტეს 5,5 ტონა ზეთის ჩაღვრა. ტრანსფორმატორის დაღვრილი ზეთის რაოდენობის დადგენის მიზნით, ოპერატიულად მოხდა დამწვარი ზეთის რაიოდენობის გამოთვლა ხანძრის ფიზიკო-ქიმიური საფუძვლების გათვალისწინებით და ტრანსფორმატორის ზეთის წვის პარამეტრებზე დაყრდნობით.

”სამივე სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, უკვე მოხერხდა მდინარე რიონის ჩაღვრილი ზეთისგან გაწმენდა. იმისათვის რომ წყალში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ზეთი არ ჩაღვრილიყო, დროულად მოხდა ქვესადგურზე სანიაღვრე წყლების არხების განმხოლოება. ამ ეტაპზე მიდინარეობს ნიადაგის კვლევა დაბინძურების ხარისხის დადგენის მიზნით და გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ ნიადაგის დაბინძურება მოხდა მხოლოდ კომპანიის მფლობელობაში არსებული, დამწვარი ძალოვანი ტრანსფორმატორის მიმდებარე ტრიტორიაზე.

გარემოს დაბინძურების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდას, მიღებული შედეგების მდგრადობას და ეკოსისტემების დაცულობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა