პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, შესაძლოა, ზაზა გაბუნია გახდეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, შესაძლოა, დეპუტატი ზაზა გაბუნია გახდეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც მმართველ უმრავლესობაში აღნიშნულ თანამდებობაზე განიხილება, ზაზა გაბუნიაა.

გაბუნიამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დაადასტურა, რომ გუნდში იყო კონსულტაციები მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, „საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო დღეების თემაა“.

ამასთან, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასევე განიხილება მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და გელა სამხარაულის კანდიდატურები.

აღნიშნული თანამდებობა პარლამენტში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა