ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში

მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში, სადაც მას აწუხებს ფასების ზრდა, არასტაბილური ლარი და უმუშევრობა და ამ პრობლემებს მთავრობა არ აღიარებს და არ აქვს ხედვა, როგორ უნდა წაიყვანოს ქვეყანა წინ, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჭიაბერაშვილის თქმით, „ევროპული საქართველო“ ასეთ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“ მხარს ვერ დაუჭერს მთვრობას, რომელიც ამ საყოველთაო გაჭირვებაში, რაც არის საქართველოში, საერთოდ არ ლაპარაკობს სიღარიბეზე, არ ლაპარაკობს ფასების ზრდის შეჩერებაზე, ასევე რა ნაბიჯები გადაიდგმება უმუშევრობის დასადგენად, არადა, ეს არის ის საკითხები, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავრობა ცხოვრობს თავის ოცნებებში, ხალხი ცხოვრობს მძიმე რეალობაში, სადაც მას აწუხებს ფასების ზრდა, არასტაბილური ლარი და უმუშევრობა და ამ პრობლემებს მთავრობა არ აღიარებს და არ აქვს ხედვა, როგორ უნდა წაიყვანის ქვეყანა წინ,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა