ქეთევან მსხილაძე - არ ვარ წინააღმდეგი ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მეტი სარგებელი მიიღოს, მაგრამ ამან არ უნდა დააზარალოს მედია გარემო, კერძო მაუწყებლები

არ ვარ წინააღმდეგი ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” მეტი შემოსავალი, მეტი სარგებელი მიიღოს, მაგრამ ამ სარგებელმა არ უნდა დააზარალოს მედია გარემო, არ უნდა დააზარალოს კერძო მაუწყებლები, - ამის შესახებ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთევან მსხილაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს გარკვეული ეჭვები, რომელიც ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დამატებით შემოსავლებს ეხება.

მსხილაძე ეჭვობს, რომ მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის მოზიდვის უფლების მინიჭება ისედაც მცირე სარეკლამო ბაზარს კიდევ უფრო დააზარალებს, რაც პრობლემას კომერციულ ტელევიზიებს შეუქმნის.

"ჩემი პოზიცია ბორდის უმრავლესობის პოზიციისგან განსხვავდება. ცხადია, არ ვარ წინააღმდეგი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მეტი შემოსავალი, მეტი სარგებელი მიიღოს, მაგრამ ამ სარგებელმა არ უნდა დააზარალოს მედია გარემო, არ უნდა დააზარალოს კერძო მაუწყებლები, არ უნდა გააჩინოს ეჭვი, რომ შეიძლება ამ ნაბიჯების უკან რაიმე საეჭვო გარიგება, ან რაღაც ფავორიტი კომპანიები გამოჩნდნენ.

მაქვს ჩემი ეჭვები, რასაც გამოვთქვამ საჯაროდ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ 100% მართალი ვარ, მაგრამ მე, როგორც საბჭოს ერთ წევრს, ცხადია უფლება მაქვს, მქონდეს ჩემი ეჭვები", - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

მისივე თქმით, ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რაც საქართველოს მედიაში არსებობს.

"მაუწყებლის საკითხი მთლიანად მედიალანდშაფტისგან იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. უნდა განვიხილოთ მთლიანობაში და უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რაც საქართველოს მედიაში არსებობს", - აღნიშნა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა