ფოთის საზღვაო ნავსადგურმა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წლიურ საანგარიშო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წლიურ საანგარიშო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კომპანიის ცნობით, შეხვედრას 60-ზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ღონისძიებაში კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ფოთის პორტისა და აჭარა ჯგუფის წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაციები გააკეთეს და ორგანიზაციებს გააცნეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებშიც ისინი მდგრად, საინტერესო პროექტებს ახორციელებენ.

„ამჟამად ჩვენ ასოციაცია ,,ათინათთან“ ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანია, ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი აქტივიზმის გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა და მომავალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამ პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ შეკრებილ საზოგადოებას. მიგვაჩნია, რომ ბიზნეს კომპანიებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების სფეროში მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ყურადღების გამახვილება“, - განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომუნიკაციებისა და კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის უფროსმა მარიკა ნადარაიამ.

მისი თქმით, ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის წამოწყებას რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა