გიორგი კვირიკაშვილი - ჟენევის ფორმატის დღევანდელი სტრუქტურა შედეგს ვერ იძლევა, მაგრამ აქ, უპირველეს ყოვლისა, არის რუსეთის უარყოფითი როლი

ჟენევის ფორმატის დღევანდელი სტრუქტურა სამწუხაროდ ვერ იძლევა შედეგს, მაგრამ აქ, უპირველეს ყოვლისა, არის რუსეთის უარყოფითი როლი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმ კუთხით, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ ფორმატში მოვახდინოთ უფრო აქტიური დიალოგი, ავწიოთ ფორმატის პოლიტიკური დონე იმისათვის, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები. ნება მომეცით, ამ საკითხზე მეტი არ ვისაუბრო, იმიტომ, რომ ჯერ ადრეა ამ საკითხზე დეტალური საუბარი, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენი საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა არის გაძლიერებული იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შედეგები მივიღოთ არსებული ფორმატებიდან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა