რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ მმართველობის 5 წლის განმავლობაში საქართველოდან გადიოდა მეტი ადამიანი, ვიდრე შემოდიოდა

„ქართული ოცნების“ მმართველობის 5 წლის განმავლობაში საქართველოდან გადიოდა მეტი ადამიანი, ვიდრე შემოდიოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„დღეს ამ დარბაზში იგივე სცენარით მიმდინარეობს მოვლენები, რაც შარშან დაიწყო. ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, მოვისმინეთ იგივე პროგრამა, ზუსტად იგივე დაპირებები. წინ უძღოდა თქვენს ჩამოსვლას ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა. იგივე ცრუ დაპირებებით მოდიხართ, ვინაიდან არც ერთი წინა დაპირება თქვენი არ შესრულებულა. მე მინდა დაგისვათ კითხვა - თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს საქართველოში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალა, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ?! ეკონომიკური ცხოვრების დონე გაუმჯობესდა?! პირიქით, დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანა წავიდა უკან. ქალაქის ცენტრში იტაცებენ ადამიანს და მიჰყავთ აზერბაიჯანში; ქალაქის ცენტრში იბუდებენ ტერორისტები და ფაქტობრივად, ადამიანები არ არიან დაცული; სკოლებში, ეზოებში, ქუჩებში არის მომატებული კრიმინალი. თქვენს ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე გაძარცვეს სამი ბანკი; შარშან ამ დროს ადამიანებს იმის უფლება მაინც ჰქოდნათ, პრეზიდენტი აერჩიათ პირდაპირი წესით. აი, ამას ჰქვია ყველა მიმართულებით ხელისუფლების უზურპაცია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი