ლევან ბოძაშვილი - აშშ-ს მხრიდან დახმარების არსებითი შემცირება მოსალოდნელი არ არის

აშშ-ს მხრიდან დახმარების არსებითი შემცირება მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, ფინანსური დახმარება, რომლის შეწყვეტითაც პრეზიდენტი ტრამპი დაიმუქრა, არავის ისე არ სჭირდება, როგორც თავად ამერიკის საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობას.

„ამასთან, ეს ფინანსური დახმარება რამდენიმე ნაწილისგან შედგება - პირდაპირი ფინანსური დახმარება მთავრობებზე, განვითარების დახმარება - სიღარიბის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა, საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები, მიზანმიმართული დონორული დახმარება სამოქალაქო სექტორზე და ბოლოს ის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციები რომლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უამრავი ამერიკელია დასაქმებული. ამ დახმარებებიდან ერთი კომპონენტის ამოგდება კიდევ შესაძლებელია, ხოლო დანარჩენის შეკვეცა კი ისევ ამერიკის გლობალური ლიდერობისა და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის იქნება დარტყმა. ამიტომაც, რაიმე არსებითი შემცირება დახმარებისა მოსალოდნელი არ არის. უფრო პრობლემური, რაც იერუსალიმის საკითხის ასეთი სახით დაყენებისგან მომდინარეობს, არის ის, რომ ტრადიციული ამერიკული საგარეო პოლიტიკა, რომელიც პარტნიორობასა და მეკავშირეობაზე იდგა, განიცდის თუ არა არსებით ცვლილებას. პარტნიორობა დგას არა მხოლოდ წინმსწრებ კონსულტაციასა და პოზიციების შეჯერებაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად დაცულები არიან პარტნიორები პარტნიორის ცალმხრივი, ერთპიროვნული ქმედებებისგან“, - აცხადებს ბოძაშვილი.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი