სამშენებლო კომპანია ”სვეტის” დამფუძნებლის გატაცების საქმესთან დაკავშირებული პროცესი დაიხურა

სამშენებლო კომპანია ”სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის გატაცების საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სასამართლო პროცესი დახურა.

სხდომის დახურვის მიზეზი სასამართლო დარბაზსა და დარბაზს გარეთ, დერეფანში მყოფი, ბრალდებულთა ახლობლების ხმაური გახდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე იკითხება.

გივი ჯიბლაძემ დეტალურად გაიხსენა მისი გატაცების დეტალები, რასაც დარბაზში რამდენჯერმე მოჰყვა რეპლიკა, რის გამოც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ სასამართლოს სხდომა მოწმის დაკითხვამდე დახურა.

”სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის დაკავების საქმეზე 4 პილია ბრალდებული: ნიკოლოზ ბახტაძე, ნიკიფორე კუტალაძე, დავით ბერეჟიანი და ლევან ჩქარეული.

გამოძიება მათ გამოძალვას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა