2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა.

როგორც ლაშა ტალახაძემ „ინტერპრესნიუსსთან“ საუბრისას განაცხადა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფასა ის შრომა, რომელსაც ფედერაცია და თავად ეწეოდა. მისი თქმით, ეს არის სასიხარული მომენტი, რომელიც მას, როგორც სპორტსმენს დამატებით სტიმულს აძლევს მომავალი წარმატებებისთვის.

„ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გარდა წლის საუკეთესო სპორტმენის დაჯილდოებისა, სესიის დელეგატებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსმა, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერგეი ბუბკამ ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს ოლიმპიური ორდენი გადასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა