ადვოკატი - ის, რომ ბრალდებულებს ”სვეტის” დამფუძნებლის გატაცება უნდოდათ, ბრალდების მხრიდანაც არ დასტურდება

დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოძიების ეტაპზე მის მიერვე მიცემულ ჩვენებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ”სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის გატაცების საქმეზე ბრალდებულთა ერთ-ერთმა ადვოკატმა, იმედა ბეროშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სწორედ აღნიშნულ ფაქტზე გაამახვილებს ყურადღება დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს. ადვოკატის თქმით, თავად დაზარალებულის ჩვენება არაბუნებრივად გამოიყურება.

”ის, რომ თუ გატაცება უნდოდათ, რატომ მოხსნეს მოგვიანებით თავიდან ტომარა, რასაც დაზარალებული ადასტურებს, საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება და კითხვის ნიშნებს აჩენს. ის, რომ ბრალდებულებს გივი ჯიბლაძის გატაცება უნდოდათ, ბრალდების მხრიდანაც არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება ის, რომ დაზარალებულს ბრალდებულები მანქანაში სვამდნენ”, - განაცხადა იმედა ბეროშვილმა.

”სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის გატაცების საქმეზე დღეს თავად დაზარალებული დაიკითხა. დაკითხვა დახურულ რეჟიმში მას შემდეგ გაგრძელდა, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ხმაურის გამო ბრალდებულთა ახლობლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე სულ 4 პირია ბრალდებული: ნიკოლოზ ბახტაძე, ნიკიფორე კუტალაძე, დავით ბერეჟიანი და ლევან ჩქარეული.

გამოძიება მათ გამოძალვას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა