გაერო-ში აშშ-ს ელჩმა იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც იერუსალიმის სტატუსზე ანტიამერიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, მიღებაზე მიიწვია

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსზე ანტიამერიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მიღებაზე მიიწვია.

ოფიციალურ მიწვევაში წერია, რომ გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობა ამ ქვეყნებს ეპატიჟება მიღებაზე, რათა მადლობა გადაუხადოს აშშ-სთან მეგობრობისთვის.

მიღება 2018 წლის 3 იანვარს გაიმართება.

გუშინ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა.

გუშინვე, გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, ვინც გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მხარი არ დაუჭირა იმ რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გმობდა. ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ნიკი ჰეილი მადლობას უხდის საქართველოსაც.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი