მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატს - იმედია შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით

იმედია სასამართლოს მიერ მოცემული ვადა საკმარისი იქნება და შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით და არ იტყვით, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ მოასწარით, - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატს სოფიო გოგლიჩიძეს.

ადვოკატი დღევანდელ პროცესზე მოითხოვდა მისთვის მოსამართლეს მიეცა გონივრული ვადა, რათა მოესწრო საქმის მასალების გაცნობა. მოსამართლემ ნაწილობრივ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და მხოლოდ სამდღიანი ვადა მისცა საქმის მასალების გასაცნობად და მოუწოდა, რომ საქმეს მეტი მობილიზებით მოეკიდოს.

შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილია, სასამართლოს სხდომა 25 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად და მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.

იხილეთ ვიდეო: ”მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატს: "იმედია შემდეგ პროცესზეც ოროსანი ბავშვივით არ ადგებით"”

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი