აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - 2018 წელს აჭარის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყება

2018 წელს აჭარის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შემდეგი წლისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 16 სამიზნე ქვეყანაში განახორციელებს. მათ შორის ისეთ ევროპულ ქვეყნებში როგორებიცაა - გერმანია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი.

„მიმდინარე წელს აჭარის რეკლამირება აქტიურად განხორციელდა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, მის ფარგლებს გარეთ. პრეს და ინფოტურების, საბორტო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების, ონლაინ რეკლამისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების გარდა, რეგიონის პოპულარუზაცია რეიტინგული მედიასაშუალებების ეთერით მიმდინარეობდა. Euronews-ზე, BBC-ზე CNN-ზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გასვლის შემდეგ საქართველოსა და კონკრეტულად ბათუმისა და აჭარის შესახებ ინფორმაცია 158-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო. სწორედ ამ მიზნით დავამზადეთ წელს 4 საიმიჯო ვიდეორგოლი, რომლებშიც რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, ქართული სტუმართმოყვარეობა და ტურისტული რესურსებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, წელს, სამიზნე ქვეყნებიდან 42-მდე პრეს და ინფოტურს ვუმაპისნძლეთ, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების 500-მდე წარმომადგენელი გაეცნო. შედეგად, საერთაშორისო მედიაში აჭარის შესახებ 150-მდე სტატია, რეპორტაჟი და ტელეგადაცემა გავრცელდა,” - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წელს, აჭარის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო სტატიები გამოქვეყნდა საერთაშორისო ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებშიც. „ვიზეარის“, „აეროფლოტის“, „ეარ არაბიას“, „ეარ ასტანას“, თურქეთის ავიახაზების, ასევე ურალის, ყატარის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ავიახაზების მგზავრები რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში გაეცნო.

გარდა ამისა, აჭარა ტურიზმის დეპარტამენტი წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მასშტაბის 24 ტურისტულ გამოფენაზე. მათ შორის ფრანქფურტის, ბერლინის, ლონდონის, ბარსელონას, ვილნიუსის, ტალინის, თელავივის, კიევის, ტოკოიოს, ვარშავის, ბაქოსა და ყაზახეთის ტურისტულ გამოფენებზე, რამაც გარდა რეგიონის პოპულარიზაციისა ხელი შეუწყო ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი ბილბორდები, ლაითბოქსები და მონიტორები, რომლებზეც საიმიჯო ვიდეოკლიპები გადიოდა სამიზნე ქვეყნების 31 მთავარ ქალაქში იყო განთავსებული. ამას ემატებოდა, აქტიური ინტერნეტ რეკლამა 14 სამიზნე ქვეყანაში. პოტენციური ტურისტებისთვის აჭარის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით წელსვე მომზადდა ოფიციალური ტურისტული პორტალის ვებგვერდი, რომელზეც ტურისტებისთვის ინფორმაცია 15 ენაზეა ხელმისაწვდომი.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა