კახა კალაძე დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ხვალ საახალწლო ქალაქში მოსულ სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვდეთ.

„ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია მობრძანდეს შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს სადღესასწაულო დღეები. ნამდვილად სასიამოვნო გარემოა აქ და ვფიქრობ თბილისელები კმაყოფილები დარჩებიან აქ გატარებული დღეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ქალაქი სტუმრებს 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ყოველდღე 10:00 საათიდან 00:00 საათამდე, დედაენის ბაღში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. კერძოდ, საახალწლო ქალაქის ფარგლებში გაიხსნება საახალწლო ბაზრობა. მოეწყობა ყინულის მოედანი, კინოს მოყვარულთათვის კი ღია კინოთეატრი იფუნქციონირებს. ასევე დაგეგმილია ხის ნაკეთობათა სახელოსნოს გახსნაც. დედაენის ბაღის სტუმრებისთვის 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად ქართველი მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა