საქართველოს სროლის ფედერაციის პრეზიდენტი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი გახდა

საქართველოს სროლის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. სასტუმრო "რედისონში" გამართულ სროლის ფედერაციის ვადამდელ საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე დელეგატებმა, ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი ერთხმად აირჩიეს. როგორც„sportall.ge წერს, სომხიშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

გარდა ამისა, ყრილობამ ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპოიონი, ევროპის სამგზის გამარჯვებული, 19-გზის მსოფლიოს რეკორდსმენი და 8 ოლიმპიადის მონაწილე ნინო სალუქვაძე აირჩია, ვიცე-პრეზიდენტებად კი ჯანი მიხაილოვი და კახა სიხარულიძე.

რიგგარეშე ყრილობაზე ასევე 11 -კაციანი პრეზიდიუმიც დაკომპლექტდა. რაც შეეხება სროლის ფედერაციის გენერალურ მდივანს, მას მოგვიანებით დანიშნავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა