კახა კალაძე მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი აივნები

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას სთხოვს, ახალი წლის განწყობის ასამაღლებლად შეძლებისდაგვარად მორთონ საკუთარი აივნები.

კახა კალაძე ლილოს ბაზრობაზე იმყოფებოდა, სადაც მან თავად დაათვალიერა საახალწლო ილუმინაციები და 14 ლარის შენაძენი გააკეთა.

”ჩვენ წამოვიწყეთ საინტერესო აქცია, რათა ერთად შევქმნათ ახალი წელი და ერთად მოვრთოთ ჩვენი დედაქალაქი. ვთხოვთ მოსახლეობას, შეძლებისდაგვარად, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს, მოვრთოთ ჩვენი საკუთარი ფანჯრები, საკუთარი აივნები.

მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ პატარა, ელემენტარული საახალწლო განათებები იყოს გადმოკიდებული თქვენს ფანჯრებსა და აივნებზე”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა