მეუფე შიო - ჩვენი პატრიარქი, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, 40 წლის განმავლობაში მიუძღვის ჩვენს ერს აღთქმული ქვეყნისკენ

ჩვენი პატრიარქი, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, 40 წლის განმავლობაში მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს აღთქმული ქვეყნისკენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"25 დეკემბერს არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის - არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერისა ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას", - განაცხადა მეუფე შიომ.

პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში გუშინ ლოცვა აღევლინა, დღეს კი საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი