რომის პაპი შობის წინა დღეს გამოვიდა მოწოდებით, გათავისუფლდნენ გატაცებული მღვდლები, მონაზვნები და საერო პირები

რომის პაპმა ფრანცისკემ შობის წინა დღეს ღმერთს მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობა სთხოვა და გამოვიდა მოწოდებით, გათავისუფლდნენ გატაცებული ადამიანები, მათ შორის მღვდლები, მონაზვნები და საერო პირები.

„ჩვენ ვლოცულობთ მსოფლიოსთის მშვიდობის მისანიჭებლად, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც იტანჯებიან მიმდინარე კონფლიქტების გამო. კვლავაც მოვუწოდებ, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გათავისუფლდნენ ადამიანები - მოძღვრები, მონაზვნები და საერონი და დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს“, - განაცხადა პაპმა ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას ვატიკანში.

პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს უსურვა, რომ იმ საათებში, რომელიც მათ შობის დღესასწაულთან აშორებს, გამონახონ დრო და ჩუმად ილოცონ და იფიქრონ ქრისტეზე, „რომელიც გვიახლოვდება სიყვარულით, მორჩილებითა და სიფაქიზით“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა