საქართველოში განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საბჭო იქმნება

საქართველოში, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, საბჭო იქმნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან აცნობეს, მისი მიზანია საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით განათლების ხარისხის გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამებთან ინტეგრირების ხელშეწყობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციების შემუშავება. საბჭოს პირველი სხდომა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.

საბჭო დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი ექსპერტებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებით, წარმომადგენლდებით კერძო და საჯარო სექტორიდან. მუშაობის ფარგლებში, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით, მოხდება სხვადასხვა პროექტების ინიცირება და მათი განხორციელების მექანიზმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან: მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; მიხეილ ბატიაშვილი - შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი; მენი ბენიში - ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში; არმენ აკოპიანი - HP inc საქართველო, უკრაინა, სომხეთი, მოლდავეთის ბიზნეს პარტნიორი; გიორგი სოფრომაძე - Hewlett Packard Enterprise; ზაზა გაბაშვილი - IBM - MUK Georgia; დავით ხოსიაშვილი - Splunk- NGT Group; ნიკოლოზ დობორჯგინიძე - Microsoft; გელა შონია - Qlik- NGT Group; ამირან კოპალეიშვილი -MUK Georgia და რევაზ ურუშაძე - Softline Georgia, Adobe auto desk. ამასთან, საბჭოს პირველ სხდომაზე წევრობა ეთხოვებათ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს და საქართველოს პარლამენტის წევრებს: ირაკლი მეზურნიშვილსა და ილია წულაიას.

საბჭოს პირველი სხდომა, აგრეთვე საინფორმაციო შეხვედრა მედიასთან 25 დეკემბერს გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა