წმინდა სინოდი - პატრიარქი მოგვიწოდებს, ქვეყნის უმთავრესი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას ერთობლივი ძალისხმევით შევუდგეთ

სამუშაოს ძებნაში დღეს ქვეყნის მოსახლეობის მესამედმა დატოვა სამშობლო, იცლება სოფლები, ინგრევა ოჯახები, ეცემა პროფესიონალური დონე, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ”კვირის პალიტრა” ავრცელებს.

განცხადება ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს ეძღვნება და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ეკლესიის მდგომარეობას აღწერს:

„პატრიარქი მოგვიწოდებს, ქვეყნის უმთავრესი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას შევუდგეთ ერთობლივი ძალისხმევით. მდიდარი ქრისტიანული კულტურის მქონე ქართული საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით."ქუდზე კაცის" ტრადიციამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. ჩვენ ვმადლობთ საქართველოს მთავრობას მოსახლეობაზე ზრუნვისათვის, მაგრამ არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ხელისუფლებაზე დაკისრება. ჩვენს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევა შეუძლებელი იქნება საზოგადოების ერთსულოვნების გარეშე, ხოლო ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესის ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაფუძნებით.

მცირე ეკონომიკური პროექტების მიზანი არ არის ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება. მათი მიზანია ქართველმა კაცმა ქართულ მიწა-წყალზე შეძლოს საკუთარი ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა, უსაქმურობისა და უმოქმედობის დაძლევა, პროფესიული დონის ამაღლება, ქვეყნის სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღების პროცესში წვლილის შეტანა. ყოველივე ეს განუმტკიცებს მას საკუთარი ძალებისადმი რწმენას, აღუდგენს ღირსების შეგრძნებას და აღარ იქნება იძულებული დატოვოს სამშობლო“, - ნათქვამია წმინდა სინოდის განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე: https://www.kvirispalitra.ge/public/39090-qrac-ufro-dzlierdeba-eklesia-mith-ufro-izrdeba-masthan-dapirispirebaq.html

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა