„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე გადასახადი იზრდება

„ქართულმა ოცნებამ“ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას და გადასახადი ელექტროენერგიაზე ისევ იზრდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ოთარ სირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უშუალოდ მთავრობის არკომპეტენტურობისა და უუნარობის ბრალი.

”დენის გადასახადი კვლავ იზრდება. ელექტროენერგიაზე ფასის ზრდას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. „ქართულმა ოცნებამ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. გადასახადი ელექტროენერგიაზე ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის არკომპეტენტურობისა და უუნარობის ბრალი. ჩვენ მათ არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ თუ არ გადადგამდნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის ლარი გაუფასურდებოდა და ეს დარტყმა ტარიფებზეც იქნებოდა ასახული. ლარის გაუფასურება ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა გამოწვეულია. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია საწვავის, მედიკამენტების, სურსათის ფასების, ხოლო დენისა და გაზის ტარიფების ისტორიულ მაქსიმუმზე ასვლა. რაც ყველაზე საგანგაშოა ეს პროცესი შეუქცევადია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და მომავალშიც მოსალოდნელია როგორც ფასების, ასევე ტარიფების ზრდა. ამ ფონზე კი მთავრობის პასუხი პენსიონერებზე და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც მძიმე ტვირთად აწვება ყველა ეს პრობლემა არის, პენსიის ზრდაზე უარი, რაც ნიშნავს ამ ადამიანების ბედის ანაბარად დატოვებას”, - განაცხადა სირაძემ.

მისივე თქმით, პარტია კატეგორიულად მოითხოვს პრემიერ-მინისტრისგან, მთავრობამ გადახედოს ახალ ბიუჯეტს, სადაც უამრავი გაბერილი ხარჯია და 2018 წლის იანვრიდანვე გაიზარდოს პენსია მინიმუმ 50 ლარით, ასევე გაიზარდოს სოციალურ შემწეობები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა