გიორგი ტყემალაძე - გეგმები, რომელიც GWP-ს აქვს, მნიშვნელოვანია და ჩვენის მხრივ თანამშრომლობა იქნება ეფექტური

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ქალაქში წყლის ქსელები გარკვეულწილად მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომპანია GWP რეაბილიტაციას და პროექტების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ 2017 წელს განხორციელებული პროექტებზე ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

გიორგი ტყემალაძის განმარტებით, საკრებულო კომპანიასთან ეფექტურად ითანამშრომლებს.

"კომპანიის საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის ხარისხიან და უწყვეტ წყალმომარაგებასთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა. არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქსელების რეაბილიტაციასთან, ხარისხიანი წყლის მიწოდებასთან. ამ მხრივ, 2018 წელი სასიხარულოა, რომ დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რათა ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ჰქონდეს უწყვეტი, 24- საათიანი წყალმომარაგება. ასევე იმ ქსელების რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეულწილად დღეს მძიმე მდგომარეობაშია და ამორტიზებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის გეგმები, რომელიც აქვს კომპანიას, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ თანამშრომლობა იქნება ეფექტური", - განაცხადა ტყემალაძემ.

კომპანია GWP მომდევნო 3 წლის განმავლობაში 200 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს წყალმომარაგების სისტემის განახლებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა