”წითელ ხიდზე” და ”სარფში” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

”წითელ ხიდზე” და ”სარფში” არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 21- 24 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ჰ.პ-ს, ს.ს-სა და ფ.ჰ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 198.53 გრამი) აღმოაჩინეს.

როგორც უწყაბაში აცხადებენ, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13,005.229 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 13,005.229 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი