ზუგდიდში ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პოეტის, ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში გაიმართა. მშვიდობიანი აქცია ადგილობრივმა პოეტებმა და არასამთავრებო ორგანიზაციის წევრებმა გამართეს.

მათი განცხადებით, ისინი გმობენ ყოველგვარ ძალადობას და დამნაშავეების სათანადოდ დასჯას მოითხოვენ.

„პოლიციამ იძალადა ძალიან ცნობილ პოეტზე, ზვიად რატიანზე. ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამ აქციით გვინდა მოვითხოვოთ, რომ დაისაჯონ დამნაშავე პოლიციელები, რომლებიც მსგავსი ქმედებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯსაც არცხვენენ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუწყდა უფლებამოსილება და დანარჩენ შვიდ პოლიციელსაც უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული წესით 24 დეკემბერს დააკავეს. რატიანის ინფორმაციით, დაკავების დროს მას პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ამასთან შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

თავის მხრივ, პროკურატურამ რატიანის მიმართ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა