მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, უწყებაში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მანანა ბერიკაშვილმა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა.

თანამდებობაზე რჩება პროექტის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, მანანა ბერიკაშვილს კი სხვა მოადგილე ჩაანაცვლებს, რომლის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

გასულ კვირას, მწერლებთნ და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მანანა ბერიკაშვილის განცხადებას ემოციური უწოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი