საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ფრაქციების ფორმირების საკითხზე კონსულტაცია დასრულდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ფრაქციების ფორმირების საკითხზე გამართული კონსულტაცია ისე დასრულდა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება ახალი ფრაქციების დარეგისტრირება და რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება ფრაქციები.

არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელშიც მამუკა მდინარაძე, ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ფრაქციების რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში მოხდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფრაქციებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

„დაველოდოთ ფრაქციების დარეგისტრირებას, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს შეიძლება იყოს ხვალ ან შეიძლება უახლოეს პერიოდში. ეს არის სამომავლო გეგმის ნაწილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შემადგენლობა და მათთან დაკავშირებული დეტალები. ხვალ დაგეგმილია ბიუროს სხდომა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, გავა თუ არა საკითხი ხვალინდელ ბიუროზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა