ფრაქციების ფორმირების საკითხზე კონსულტაცია გუშინ უშედეგოდ დასრულდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ფრაქციების ფორმირების საკითხზე გამართული კონსულტაცია გუშინ ისე დასრულდა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება ახალი ფრაქციების დარეგისტრირება და რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება ფრაქციები.

არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელშიც მამუკა მდინარაძე, ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ფრაქციების რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში მოხდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ფრაქციებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.

„დაველოდოთ ფრაქციების დარეგისტრირებას, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ეს შეიძლება იყოს ხვალ ან შეიძლება უახლოეს პერიოდში. ეს არის სამომავლო გეგმის ნაწილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, გუშინდელ შეხვედრაზე საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შემადგენლობა და მათთან დაკავშირებული დეტალები. დღეს დაგეგმილია ბიუროს სხდომა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, გავა თუ არა საკითხი დღევანდელ ბიუროზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი