მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მოკლულ ლომარ ნიგურიანს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვლილი იყო. მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ორი ჭრილობა ჰქონდა.

„მოყვანამდე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ჩვენ მაინც შევიყვანეთ საავადმყოფოში და გარკვეული პროცედურები ჩავუტარეთ. მისი მეუღლე საავადმყოფოში მორიგე იყო და იმ დროს იქ იმყოფებოდა“, - აცხადებენ საავადმყოფოში.

ადგილობრივების ცნობით, მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთი გახდა. მათივე თქმით, გარდაცვლილი და ის პირი, ვინც მას, სავარაუდოდ, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, ახლობლები იყვნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა