შალვა ოგბაიძემ გლდანის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტი გააცნო

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე, რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათ 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. კერძოდ, მომავალ წელს გლდანში როგორც ცენტრალური, ასევე შიდა კვარტალური გზების კეთილმოწყობა და მათი რეაბილიტაცია იგეგმება.

დეპუტატის თქმით, რაიონში მომავალ წელს ავარიული კორპუსების გამაგრებაც მოხდება. გარდა ამისა, განხორციელდება წყალარინების ქსელის მოწყობა. შალვა ოგბაიძის განმარტებით, 26 მაისისა და დოდო აბაშიძის ქუჩებზე წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ, კანალიზაციის პრობლემა ავაჭლა 2-სა და სოფელ გლდანში სრულად მოგვარდება.

რაც შეეხება ტრანსპორტის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს, შალვა ოგბაიძის თქმით, 2018 წელს ავტობუსების მოსაცდელების მოწყობა ავჭალის ტერიტორიიდან დაიწყება. მისივე განცხადებით, რაიონში ზებრა გადასასვლელებიც დაიხაზება. დეპუტატის თქმით, გზებზე შუქნიშნების მონტაჟიც განხორციელდება.

გარდა ამისა, ოგბაიძის თქმით, რაიონში გამწვანების ღონისძიებები ჩატარდება. ასევე სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა