რუსეთი აშშ-სა და კანადას მოუწოდებს გაანალიზონ ის შედეგები, რაც შეიძლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მოყვეს

რუსეთი აშშ-სა და კანადას მოუწოდებს გაანალიზონ ის შედეგები, რაც შეიძლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მოყვეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„აქვთ თუ არა ვაშინგტონსა და ოტავას იმის გარანტიები, რომ მათი იარაღი სხვის ხელში არ აღმოჩნდება? ხომ არ აღმოჩნდება ის ტერორისტების ხელებში, ან ხომ არ გაიყიდება ეს იარაღი ახლო აღმოსავლეთში?“ - განაცხადა კარასინმა.

გრიგორი კარასინმა აშშ-სა და კანადას მოუწოდა, ”გაანალიზონ თავიანთი დაუფიქრებელი ნაბიჯების შედეგები”.

აქამდე, კანადამ უკრაინა იმ ქვეყნების სიაში ჩასვა, რომლებისთვისაც იარაღის მიყიდვა დასაშვები გახდება. ასევე, აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდების თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა