სუს-ი - პანკისში დაკავებულმა თემირლან მაჩალიკაშვილმა სცადა ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა, რის გამოც პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა

სუს-ის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირები დაკავშირებული არიან თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან და წარმოადგენენ მათ ხელშემწყობ პირებს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

გიორგობიანის თქმით, დაკავებულმა თემირლან მაჩალიკაშვილმა სცადა წინააღმდეგობა გაეწია პოლიციისთვის.

„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. იგი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა გიორგობიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა